ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა – რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამსონ ბრეგვაძემ, პროტოკოლის განყოფილების უფროსმა, ეკატერინე ფაჩულიამ და უწყების წარმომადგენელმა ჩუღურეთის რაიონში, სოსო ცომაიამ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 101 წლის ქალბატონს, ევდოკია კლიმოვას, 8 მარტი მიულოცეს. უწყების წარმომადგენლებმა, ქალბატონ ევდოკიას, ყვავილებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს. 22 წლის ევდოკია კლიმოვა (მედდა) ფრონტზე 1945 წელს გაიწვიეს და ომის დამთავრებამდე ბელორუსიის პირველ ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა. ომში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოში გამოჰყვა. ვეტერან ქალბატონს, საქართველო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც არ მიუტოვებია და აქ ცხოვრობს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge