მიმდინარე წლის 13 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და შპს ‘’ულტრამედს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა ,,ულტრამედის“ მიერ, სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურებების შეღავათიანი პირობებით გაწევას, კერძოდ:
- 10%-იანი ფასდაკლება ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიური სამკურნალო პროცედურებზე: სტომატოლოგიური რენტგენი, პროტეზის, ბრეკეტების დამზადება, ყველა სახის ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადება (პრეტაო, ცირკონი, კერამიკა და სხვა), კბილის იმპლანტაცია, კბილის ფესვის, გვირგვინის დაბჟენა-აღდგენა, ღრძილების მკურნალობა, რენტგენოლოგიური სერვისები;
- 20%-იანი ფასდაკლება ყველა სპეციალისტის კონსულტაციაზე;
- 15%-იანი ფასდაკლება სხვა დანარჩენ სამედიცინო სერვისებზე;
- სახელმწიფო სამსახურთან წინასწარ შეთანხმებით ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთათვის უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.
”ულტრამედში” მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ვეტერანთა პაკეტი, ასევე, მუნიციპალური პროგრამები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს ‘’ულტრამედის’’ დირექტორმა, ნანა გოგოლაძემ. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ მრავალპროფილურ კლინიკას’’ ულტრამედი’’ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ზღვის უბანი მე-10 კვ.
საკონტაქტო ნომერი: 2 70 27 02