ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, სადაც ვეტერანების საერთაშორისო ფორუმი იმართება.
ფორუმის ორგანიზატორია უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტრო და USAID-ი. ფორუმზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე სიტყვით გამოვიდა და უკრაინულ მხარეს უწყების გამოცდილება გაუზიარა.
მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის ადმინისტრაციული მოწყობის, მუშაობის პრინციპის, პრიორიტეტების, ვეტერანთა სოციალური, ჯანდაცვის და დასაქმების საკითხებზე. უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინაში ვეტერანების საქმეთა სამინისტრო ახალი შექმნილია და მათთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ფორუმს ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ულიანა სუპრუნი, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლის განყოფილების უფროსი, ეკატერინე ფაჩულია, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 26 აგვისტომდე გაგრძელდება.