მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, გიორგი გულბანი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამსონ ბრეგვაძე, მირზა ლიპარტელიანი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ვეტერანებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო -ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, რეზო ფალიანი წარუდგინეს.
რეზო ფალიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია. იგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტში, რაც ადგილობრივი ვეტერანებისთვის უწყებასთან კომუნიკაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
წარდგენას, ასევე, ესწრებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.