დაბადების თარიღი

07.07.1969

 

განათლება

2012 წლიდან დღემდე –  ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი;

დოქტორანტურა – სახელმწიფოს თავდაცვის და უსაფრთხოების  საკითხებში;

2001წ. – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემია;

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამხედრო სტრატეგიის ოპერატიული ხელოვნების კურსი;

1996-1999 წ.წ.–   მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია;

შენაერთების სამხედრო-ადმინისტრაციული მართვა და

ოპერატიული ხელოვნება;

1994 -1996 წ.წ.-  რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლესი სამეთაურო

სასწავლებელი;

ტაქტიკური საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურობა;

1990-1999 წ.წ. –  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი;

სამშენებლო წარმოების ეკონომიკა და მართვა;

1976- 1986 წ.წ. – ქ.თბილისის მე-12 საშუალო სკოლა;

 

 სამუშაო  გამოცდილება

2020 წლიდან დღემდე – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;

2016 -2020 წ.წ. – საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;

2016  წ.- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;

2012 -2015 წ.წ.- თბილისის საკრებულოს წევრი;

2008 წ.- არასამთავრობო ორგანიზაცია –  “საქართველოს გენერალთა

კლუბის” დამფუძნებელი, პრეზიდენტი;

2001 -2004 წ.წ. – ეროვნული გვარდიის სარდალი;

2001 წ. –  სახმელეთო ჯარების სარდალი;

2001 წ. – ოპერატიული მიმართულების კოდორის ხეობის უფროსის

დროებითი მოვალეობის შემსრულებელი;

1999 – 2001 წ.წ. – დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალი;

1992 წ. –  ქალაქ ფოთის კომენდატი;

1991- 1994 წ.წ. – ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა:

ეროვნული გვარდიის პირველი მოტომსროლელი ბრიგადის

ოცეულის მეთაური;

ამავე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაური;

ბრიგადის დაზვერვის უფროსი;

შავნაბადის სახელობის დაზვერვის ბატალიონის ერთ-ერთი

ჩამომყალიბებელი და მეთაური;

მე-11 მმ ბრიგადის მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების  დარგში;

მე-11 მმ ბრიგადის მეთაური;

1986 -1987 წ.წ. – კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი საწარმოს პრაქტიკანტი;

 

სამხედრო წოდებები

2001 წ. -გენერალ -მაიორი;

1993 წ. – პოლკოვნიკი;

1993 წ, -უფროსი მაიორი;

1992 წ, – მაიორი;

1992 წ. – კაპიტანი;

1991 წ. – უფროსი ლეიტენანტი;

1990 წ. -ლეიტენანტი;

1989 წ. – ზემდეგი;

1988 წ. – უმც.სერჟანტი;სერჟანტი; უფრ.სერჟანტი;

1987 წ.- რიგითი;

 

ჯილდოები

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი;

მედალი „მხედრული მამაცობისათვის“

მედალი „ საბრძოლო დამსახურებისათვის“

სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის „ოქროს სამკერდე ნიშანი“

სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღი :

„სვდ“-ს ტიპის სნაიპერული შაშხანა;

„აპს“-ის ტიპის პისტოლეტი;

 

სპორტული  თანრიგები

სპორტის ოსტატი კრივში;

სპორტის ოსტატი ხელჩართულ ბრძოლაში;

საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი;

 

ტრენინგები და სემინარები

2003 წ.- სამხედრო კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი; (იტალია, ქ. სანრემო)

2003წ.-ჯ.მარშალის სახელობის სტრატეგიის ცენტრის კურსი: მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის აუცილებლობა  და მეთოდები; (გერმანია, ქ. გარმიში)

2002წ.-ჯ.მარშალის სახელობის სტრატეგიის ცენტრის უმაღლესი აღმასრულებელი კურსი:მსოფლიო გლობალიზაციის საკითხები და  ევროატლანტიკური   სივრცის ინტეგრაცია აღმოსავლეთის სივრცეში; (გერმანია, ქ. გარმიში)

2001წ.-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, სამხედრო სტრატეგიისა  ოპერატიული ხელოვნების კურსი;

2002წ.-სამუშაო  ვიზიტი  ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის მიწვევით, შედეგად შემუშავებული იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის უახლოესი და პერსპექტიული გეგმები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მიენიჭა ჯორჯიის შტატის  (აშშ)საპატიო გვარდიელის წოდება;

2002წ.- თურქეთის სპეც-დანიშნულების სარდლის მიწვევით, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაეცნო მათ სტრუქტურას და მოქმედების სპეციფიკას; 1987-1989წ.წ.= გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური; შორეული  აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო-სადესანტო ნაწილში.

 

დამატებითი ინფორმაცია

1990 წლიდან აქტიურად ერთვება საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში.

1991- 1994წ.წ –მსახურობდა შემდეგ თანამდებობებზე: ეროვნული გვარდიის პირველი მოტომსროლელი ბრიგადის ოცეულის მეთაურად, ამავე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაურად, ბრიგადის დაზვერვის უფროსი, იყო (შავნაბადის) სახელობის დაზვერვის ბატალიონის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და მეთაური. მე-11 მმ ბრიგადის მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში, (ამ დროს უკავშირდება ყველა ცალკეული საბრძოლო ნაწილების გაერთიანება აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობაში.) მე-11 მმ ბრიგადის მეთაური.

1991-1994წ.წ- აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ (სამაჩაბლოსა და აფხაზეთში).

1992 წლის აპრილში, დაინიშნა ქ.ფოთის კომენდანტად (ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით), სადაც მიუხედავად სახელმწიფოში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარებისა, მოახერხა წესრიგის შენარჩუნება და გამტკიცება.

1992 წლის 13 აგვისტოს, წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიაში პირველი, საზღვაო დესანტის გადასხმას ლესელიძე-განთიადი-გაგრის მიმართულებით. მიღებული საბრძოლო ჭრილობების მიუხედავად, შესძლო, მძიმედ დაჭრილი რიგითის გადარჩენა, საბრძოლო ოპერაცია იყო წარმატებული (მსხვერპლი მცირედი).

1993 წლის 16 მარტს ხელმძღვანელობდა ქ. სოხუმში (გუმისთაზე) ჩატარებულ წარმატებულ თავდაცვით ოპერაციას, რომლის შედეგადაც, სეპარატისტების მხრიდან, ქ. სოხუმზე განხორციელებულმა გენერალურმა შეტევამ კრახი განიცადა.

1993 წლის 2 ივლისს, იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტამიშთან (აფხაზეთი) გადმოსხმული რუსებისა და სეპარატისტების ერთობლივი დესანტის განადგურებისა, ხოლო ბრიგადის მეთაურის, დავით თევზაძის დაჭრის შემდეგ, ბრიგადის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო.

1999 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად, დისლოკაციის ადგილი ქ. ქუთაისი.

1999 წლის დეკემბერში, მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეცნო სამხედრო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების ქვეგანაყოფების მომზადება-მოქმედების სპეციფიკას.

2000 წლის  ნოემბრიდან დაევალა სახმელეთო ჯარების შტაბის შექმნა-ჩამოყალიბება; 29 ნოემბრიდან ინიშნება სახმელეთო ჯარების სარდლად.

2001 წლის 7 აგვისტოს, პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად.

2001 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, მივლინებული იქნა კოდორის ხეობაში და დაევალა ოპერატიული მიმართულება (კოდორის ხეობის) უფროსის მოვალეობის დროებით შესრულება. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ხეობის დაცვის გეგმის შედგენას, ადგილობრივი სამობილიზაციო რესურსის საბრძოლო მომზადებას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა კოდორის ხეობაში მოულოდნელად დესანტირებული, რუსეთის სადესანტო (გაძლიერებული) ასეულის ალყაში მოქცევა, ლოკალიზება და იძულება იმისა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია შეთავაზებული კორიდორით.

2001-2002 წლებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით,  ხელმძღვანელობდა ქვეყნის ტერიტორიული დაცვის ორგანიზებას ხევსურეთში, ზემო სვანეთსა და კოდორის ხეობაში.

2002 წლის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა სწავლება (კახეთი 2002)-ს ხელმძღვანელად. ამ სწავლებებში მონაწილეობდნენ შეიარაღებული ძალების ნაირსახეობები კერძოდ: სახმელეთო, საზღვაო ქვეითები, არტილერია, საჰაერო, საინჟინრო, სპეცდანიშნულებისა და ეროვნული გვარდიის ძალები. სწავლებები გაიმართა, პანკისის ხეობის, თიანეთის, ფშავ-ხევსურეთისა და რუსეთ-საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მთლიან პერიმეტრზე. დასახული ამოცანები და მიზნები სრულად იქნა შესრულებული. რისთვისაც იყო დაჯილდოვებული  ოქროს სამკერდე ნიშნით  სამშობლოს ერთგულებისა და თავდადებისათვის.

2004 წელს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მომზადების უფროსად. აღლუმის მომზადების პროცესში, პრეზიდენტის განკარგულებით, გაიგზავნა ქ.ბათუმში, ანალოგიური აღლუმის მოსამზადებლად. დაკისრებული ამოცანის შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, დაიმსახურა პრეზიდენტის მადლობა.

2004 წელს, ინაუგურაციის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განცხადებით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, რათა დაბრუნებოდა აქტიურ სამხედრო სამსახურს. რაც არ იქნა გათვალისწინებული.

2008 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს  გენერალთა კლუბი“, სადაც, ასევე, შედის „ოფიცერთა ორდენი“, რათა არ დაკარგულიყო ის გამოცდილება, რომელიც დაგროვილია წლების მანძილზე.  დღემდე ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას, რომელსაც გაფორმებული აქვს  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან: „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი“, „სტრატეგიულ შეფასებათა ცენტრი“, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“.

2009 წელს,  უშუალოდ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის განკარგულებით,  პოლიტიკური ნიშნით იქნა დაპატიმრებული. არა ერთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მისი ბრალეულობა არ შეესაბამებოდა ჭეშმარიტებას და შეიცავდა პოლიტიკური დაკვეთის ნიშნებს. სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში, აღნიშნული საქმე,  მოსამზადებელი პერიოდის გარეშე მიიღეს განსახილველად.

2010 წელს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტობრივი დანაშაულის  არ არსებობის გამო, იქნა გათავისუფლებული სასამართლოს დარბაზიდან.

2012 წელს,   არასამთავრობო ორგანიზაციამ  „საქართველოს  გენერალთა კლუბი“, მოიპოვა USAID-ს გრანტი, რომელიც ითვალისწინებდა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ” ვეტერანთა სოციალური და ჯამრთელობის საკითხების გამოკვლევას საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე. აღნიშნული პროგრამა წარმატებით იქნა დასრულებული და გადაიგზავნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში.

2012  წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

2013 წელს, შუალედურ არჩევნებზე,  ნაძალადევის რაიონის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე;

2014  წელს, არჩეულ იქნა კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად თბილისის საკრებულოში;

2016 წელს, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, დაინიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; ამავე წელს, პარტიის ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”მიერ, წარდგენილ იქნა კანდიდატად გლდანის მე-20-ე მაჟორიტარულ ოლქში, გაიმარჯვა და არჩეულ იქნა საქართველოს  მე-9 მოწვევის  პარლამენტის წევრად. იყო პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2019 წლიდან კი – ამავე კომიტეტის პირველი მოადგილე; ასევე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

 

ოჯახური მდგომარეობა

მეუღლე და 5 შვილი