2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა
2
Mar
გურამ გაბესკირია (1947- 1993 წ.წ)
პოლკოვნიკი, ქალაქ სოხუმის მერი.
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გურამ გაბესკირია ტყვედ აიყვანეს. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსმა და ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკიებმა, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანხმლები პირები, პარლამენტის შენობის გარეთ გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. „არასოდეს სიცოცხლეში“ – უპასუხა მტერს გურამ გაბესკირიამ, რის შემდეგაც, იგი, ტყვედ ჩავარდნილებთან ერთად, დახვრიტეს.