“საქართველოს სპორტის არაოლიმპიურსახეობათა კომიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
12
Dec
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ,,საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა პოპულარიზაციას და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაბმას.
მემორანდუმს ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ,,საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუხაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.