სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, , ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.
მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) კათოლიკოს პატრიარქად, 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია, ამავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XX-XXI საუკუნეების გამორჩეული რელიგიური ლიდერი და საზოგადო მოღვაწეა, რომლის ღვაწლიც განუზომელია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პატრიარქის აღვლენილი ყოველი ლოცვა ქართველი ერის, საქართველოს ერთიანობისკენაა მიმართული.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს ვეტერანებთან ერთად, დიდი სიყვარულით და პატივისცემით ულოცავს ქართველი ერის სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 46 წელს და დღეგრძელობას, მხნეობას, მისი სამწყსოს კეთილდღეობას, სულიერ წინსვლას და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოს უსურვებს!