სამსახურის ბენეფიციარს ადაპტირებული ეტლი გადაეცა
12
Dec
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზაურ ნარმანიას ადაპტირებული სამედიცინო ეტლი გადასცა. ადაპტირებული ეტლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა- საქართველომ გადასცა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.
სამსახურის ბენეფიციართათვის, ადაპტირებული ეტლების გადაცემის აქცია კვლავაც გაგრძელდება და მათ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები, ეტაპობრივად მიიღებენ.