სამსახურმა შშმ ბენეფიციარებს ადაპტირებული ეტლები გადასცა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ” „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამსახურის 15 შშმ ბენეფიციარს ადაპტირებული ეტლ-სავარძლები გადაეცა.

ვეტერანებს, ეტლები, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა პირადად გადასცა.

სამსახური ორგანიზაციასთან- „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მრავალი წელია თანამშრომლობს; წლების განმავლობაში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ერთობლივი საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია განხორციელდა.

აღნიშნული ორგანიზაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობასა და ვეტერანების მხარდაჭერას კვლავაც გაგრძელებს, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის შშმ ბენეფიციარებს მომავალშიც გაეწევათ თანადგომა.