ტყიბულში მეფე სოლომონ I -ის ძეგლი გაიხსნა
15
Dec
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, ტყიბულში, მეფე სოლომონ I-ის ძეგლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ღონისძიება ხრესილის გმირობის 266-ე წლისთავს მიეძღვნა. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია ტყიბულში, სოლომონ პირველის მოედანზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიება მსვლელობით დაიწყო, რომელშიც ჩართული იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობა, სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ჩოხოსნები და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.