დღეს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს საქართველოს სულიერ მამას დაბადების დღეს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. უწმინდესის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.მას შემდეგ ილია მეორე დაუღალავად იღწვის ერის სულიერი მოქცევისა და გამთლიანებისთვის. მისი ღვაწლის შედეგად დღეს საქართველოში 46 ეპარქია და 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია. მნიშვნელოვნად გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობაც.