ცესკოს წარმომადგენლობამ სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს
მიმდინარე წლის, 22 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან კაპანაძემ და ია ბაჯალაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.
სამსახურის თანამშრომლები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას და დირექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში.
ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას და საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობას საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს.