თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა – საქართველომ, სამსახურის თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა
15
Nov
2023 წლის 14 ნოემბერს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა – საქართველომ, თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად, დიაბეტის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში, უფასო ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ პირებს და პენსიონერებს.
დასასრულს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა – საქართველომ, საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობისთვის და ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობის სერტიფიკატები გადასცა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის, უფროს სპეციალისტს ვაჟა დალაქიშვილს, თსსუ-ის სტუდენტებს და კლინიკის თანამშრომლებს.