ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მხატვარმა ავთანდილ რეხვიაშვილმა საჩუქრად ფერწერული ტილოები გადასცა
20
Nov
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მხატვარმა ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილმა საჩუქრად ორი ფერწერული ტილო გადასცა. აღნიშნული საჩუქარი სამსახურს, მხატვრის ქალიშვილმა, მერი ფერარმა ( რეხვიაშვილმა) და მისმა მეუღლემ მამუკა ბაგრატიონმა პირადად გადასცეს.
ნოდარ (ავთანდილ) რეხვიაშვილი გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. სპორტითა და ფერწერით ბავშვობიდან იყო გატაცებული. პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. აფხაზეთის ომის შემდეგ, ძალოვან უწყებაში თითქმის 20 წელი მუშაობდა. ბოლო წლებია, რაც ფერწერით აქტიურად დაკავდა და ამ ხნის განმავლობაში, 200-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა.