უწყებაში სამეცნიერო ჯგუფის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ ‘’სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის’’ წარმომადგენლებს შორის; შეხვედრის მიზანი გახლდათ მზადება სამეცნიერო კონფერენციისთვის:’’საქართველოს ტერიტორიის სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.’’
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და სამეცნიერო ჯგუფის წევრები; ინფორმაციისთვის, სამეცნიერო ჯგუფი, 2021 წელს, ა(ა)იპ სამხედრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან გენერლები, სამხედრო დარგის მეცნიერები, სპეციალისტები და ექსპერტები;