ვეტერანის დღე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნეს

Posted by nona shamatava

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანებს, დღევანდელი დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიულოცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები და დღევანდელი დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.