სოხუმის დაცემის 30 წლისთავი

Posted by nona shamatava

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  ადმინისტრაციულ შენობაზე,  სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.