მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცეს
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, გორის საპატიო მოქალაქეს, გამომგონებელსა და პოეტს ირადიონ ტაბატაძეს 100 წელი შეუსრულდა. ომის ვეტერანს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა სამსონ ბრეგვაძემ, მურთაზ გაბიტაშვილმა,
ზვიად საბაშვილმა, თენგიზ დევიძემ მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ირადიონ ტაბატაძემ, მეორე მსოფლიო ომში, ღამის
ყველაზე მეტი ფრენა განახორციელა. იგი, ამავე
დროს, ყველაზე მეტი -54 პატენტის მფლობელი ქართველი გამომგონებელია. მინიჭებული აქვს ,,ადგილობრივი ლიდერი გამომგონებლის“ წოდება. მისი
გამოგონებები განახლებადი რესურსების გამოყენებას და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ირადიონ ტაბატაძე 2008 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი და 2013 წლიდან
გორის საპატიო მოქალაქეა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბატონ ირადიონს ულოცავს 100 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.