მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 102 წლის იუბილე მიულოცეს
24
Feb
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მედიცინის დარგში, ევდოკია კლიმოვა დღეს 102 წლის გახდა. ომის ვეტერანს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
22 წლის მედდა, ფრონტზე, 1945 წელს გაიწვიეს და ომის დამთავრებამდე დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად, ბელორუსიის პირველ ფრონტზე იბრძოდა. ომში გაიცნო მომავალი მეუღლე, ქართველი მებრძოლი, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც საქართველოში გამოჰყვა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ქალბატონ ევდოკია კლიმოვას.