საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილება
,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე”
აღნიშნული დადგენილების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ, უმაღლეს, საგანმანათლებლო პროგრამაზე და არიან:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;
1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები, ან მათი შვილები.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:
– დაბადების მოწმობა;
– მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;
– სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი; 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა ატვირთონ:
– დაბადების მოწმობა;
– მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;
– სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებმა, ან მათმა შვილებმა, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა ატვირთონ:
– სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული
ცნობა, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა
და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი;
სოციალური პროგრამის ადმინისტრირებას ახდენს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები
მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18 საათამდე,
პორტალზე http://socreg.mes.gov.ge.