აჭარის ა.რ მცხოვრები ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 19 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
ორგანიზებით, აჭარის რეგიონში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის
წევრებისთვის, კლინიკა ‘’ვივამედის’’ ექიმებმა (თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი, უროლოგი,
გასტროენტეროლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური,
უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ბენეფიციარებს, ასევე, გაუკეთდათ კარდიოგრამა და ექოსკოპია.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, 160-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო 450-მდე
სამედიცინო ვიზიტი განხორციელდა. უფასო გამოკვლევები ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის,
ქედის, შუახევის, ხულოსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ვეტერანებს და მათი
ოჯახის წევრებს ჩაუტარდა.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს
უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჰოსპიტლის ”მედცენტრი”
დირექტორი, მიხეილ ართმელაძე.
ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კლინიკა
‘’ვივამედს’’ შორის, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა და მიზნად ისახავს ომისა
და თავდაცვის ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ზრუნვასა და ამ მიზნით, ერთობლივი, საქველმოქმედო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო
სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ
მიეწოდებათ.