მემორანდუმი ,,მაღალატექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრთან”
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამური რევიშვილმა და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა, შ.პ.ს – ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის” დირექტორთან, მედეა ქაჯაიასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შ.პ.ს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრსა” და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე სამსახური და კლინიკა თანხმდებიან მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე. მათ შორის, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას უზრუნველყოს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთათვის კლინიკის სრული სამედიცინო მომსახურება. ასევე, უზრუნველყოს ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.
მემორანდუმს, ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის” დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან