14 მარტი მესანგრეთა ხსენების დღეა
14 მარტს, საქართველოში, მესანგრეებს იხსენებენ.
1993 წლის 13 მარტს, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებიდან, სოხუმის მიდამოებში, ჩამოყრილ იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობაც არ აფეთქდა. მეორე დღეს, 14 მარტს, მესანგრეების რვა კაციანი ჯგუფი, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრო მაღლაკელიძის მეთაურობით, საბრძოლო დავალების შესასრულებლად, სოფელ ქვედა აჩადარაში გავიდა. ჯგუფს თან ახლდა თავდაცვის სამინისტროს ოთხი ტელეჟურნალისტი, რომელთა თხოვნით, მესანგრეებმა ერთ-ერთ საავიაციო ბომბს თავი აუწიეს, რათა ბომბზე არსებული რუსული წარწერისთვის ფოტო გადაეღოთ. თუმცა, საავიციო ბომბი აფეთქდა და შეიწირა 11 ადამიანის_ მესანგრეების: ვიცე-პოლკოვნიკ სანდრო მაღლაკელიძის, უფროს ლეიტენანტ აკაკი მიმინოშვილის, ლეიტენანტ გიული თალაკაძის, რიგითების_ რამაზ ბესელიას, ავთანდილ კოპალიანის, რუსლან ცხადაიას, ნოდარ ოსაძის და ჟურნალისტების: გიორგი პოპიაშვილის, ალექსანდრე კარაპეტიანის, ჯუმბერ ეზუგბაიასა და გულიკო გოდოლაძის სიცოცხლე. ამ ჯგუფიდან გადარჩა მხოლოდ დიტო ტალახაძე, რომელიც ამ დროს, მეზობელ ეზოში, ფიცრის მოსატანად იყო გასული.
ეს ტრაგედია დაედო საფუძვლად საქართველოში 14 მარტს, მესანგრეთა ხსოვნის აღნიშვნას.