თბილისი ‘’არტ-ჰოლში’’ ზაურ პაპიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისი ‘’არტ-ჰოლში’’ ქორეოგრაფიულ ანსამბლ’’მამულის’’ სამხატვრო ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ზაურ პაპიაშვილის (ცაცქურას) 71 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საიუბილეო კონცერტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის ნაძალადევის რაიონის სამმართველოს წარმომადგენელი, რევი კენჩხაძე ესწრებოდნენ, რომელთაც, იუბილარს,ქვეყნისა და მომავალი თაობების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
პოლკოვნიკი ზაურ პაპიაშვილი მსახურობდა ეროვნული გვარდიის ოფიცერთა სახლის უფროსად, ანსამბლ ” მამულის” სამხატვრო ხელმძღვანელად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. 1993 წლის 7 ივლისს, ლაბრის მისადგომებთან, მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ჭურვის აფეთქების შედეგად მიიღო ქალის ტრავმა, კონტუზია, ცეცხლსასროლო ჭრილობები სახისა და ქვედა კიდურების არეში.
მიღებული ჭრილობების მიუხედავად, ზაურ პაპიაშვილი აგრძელებდა ახალგაზრდებს შორის ქართული ცეკვების პოპულარიზაციას და უღვივებდა ქართული ფოლკლორისადმი გამორჩეულ სიყვარულს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზაურ პაპიაშვილს იუბილეს და დღეგრძელობას, მხნეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!