თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი – ფრენბურთში
მიმდინარე წლის, 24, 25 და 26 ივნისს, ქალაქ ბათუმში, ფრენბურთის მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბროძოლების მონაწილის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერის, აწ გარდაცვლილის, თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა – ფრენბურთში.
სპორტულ შეჯიბრებაში საერთო ჯამში 12 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის, “ვეტერანები”, მოწვეული გუნდები უკრაინიდან ბულგარეთიდან და ბელარუსიდან. ფრენბურთის ტურნირი მეხუთე წელია იმართება და უკვე მეორედ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა.რ სამმართველოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით ტარდება. ტურნირს რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანები, სამსახურის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ფინალურ მატჩში გამოვლინდენ საპრიზო კატეგორიის ადგილის მფლობელები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები. მათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისგან სიგელები და მედლები გადაეცათ.
მიმდინარე წელს, ფრენბურთის ტურნირი ქ.ბათუმის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
თემურ ზაქარაძე, 2004 წლიდან – 2015 წლამდე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა. რ. სამმართველოს უფროსი იყო. ის გახლდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების (აფხაზეთი, ოსეთი) მონაწილე.
თემურ ზაქარაძე, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მიჰყვებოდა, ის იყო აჭარის ფრენბურთის გუნდის ‘’ვეტერანები’’ – კაპიტანი. აღნიშნულ პერიოდში გუნდს არა ერთი წარმატება ჰქონდა, როგორც რეგიონის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით.