მესტიელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩატარდა
მიმდინარე წლის 30 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ‘’თბილისის გულის ცენტრმა,’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. აქცია მოიცავდა ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას, ექო-კარდიოგრაფიას. საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია მესტიის საავადმყოფოს შენობაში ჩატარდა. კვალიფიციურ მედიკოსთა გუნდმა, უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება. სამსახურის 77 ბენეფიციარს_ 20 ვეტერანსა და ვეტერანის 57 ოჯახის წევრს,
საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “თბილისის გულის ცენტრს” შორის, მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და სამედიცინო ცენტრი შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სხვადასხვა კლინიკებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, სამსახურის ბენეფიციარებს, წინასწარ მიეწოდებათ.