მთავრობის ახალი დადგენილება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო N 419 დადგენილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველად დაფინანსდებიან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, ასევე ამავე მისიებში საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 12 სექტემბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის 18.00 საათამდე პორტალზე http://socreg.mes.gov.ge,
მიღებული დადგენილებით, აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები,
შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, განათლების სამინისტროს სამსახურის ინიციატივის განხორციელებისა და ვეტერანებისთვის გაწეული თანადგომისთვის და მომავალში კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.