შპს ,,RMG Gold“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე წლის 16 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ,,RMG Gold“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისთვის სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის ხელშეწყობა.
მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და შპს ,,RMG Gold“თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, გადამზადების, დასაქმების, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებებით უზრუნველყოფის, ვეტერანთა სფეროსა და სამსახურის ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს ,,RMG Gold“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა,ჯონდო შუბითიძემ მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ,RMG Gold“-ში, დღევანდელი მონაცემებით, 100-ზე მეტი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია დასაქმებული.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.