საქართველოში დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება
21
Mar
საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცველი ორგანოა.სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.ქართველი მესაზღვრის დღე 1999 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დააწესა.