კობა კობალაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მანუჩარ რობაქიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე კობა კობალაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, ომის ვეტერანი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. გიორგი ლილუაშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეა.
შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების შესახებ.
შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლები.