კობა კობალაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტში სამსახურის წარმომადგენელი ჯაბა ივანაშვილი წარადგინა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ივანაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე კობა კობალაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტში უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს ახალი თანამშრომელი, ომის ვეტერანი, ჯაბა ივანაშვილი წარადგინა. ჯაბა ივანაშვილი სამაჩაბლოს საომარი მოქმედებების მონაწილეა.
ქალაქის მერმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და საჩხერეში სამსახურის წარმომადგენელს, ჯაბა ივანაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრებზე, მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებაზე. სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევისთვის, უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის გაღრმავების აუცილებლობაზე.
შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოთარ ომიაძე, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე, გაგა დარბაიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლები და ადგილობრივი ვეტერანები.