ლანჩხუთში ქართულ ჭიდაობაში აფხაზეთში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მემორიალური ტურნირი გაიმართა
მიმდინარე წლის 22 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთში, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას სახელობის ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირი 14 წონით კატეგორიაში ჩატარდა და გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე გურიის სამმართველოს წარმომადგენელი ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მერის მოადგილე, პაატა ურუშაძე, ჯამბულატ ხოფერიას ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.
ჯამბულატ ხოფერიას სახელობის მემორიალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 2008 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.
ჯამბულატ ხოფერია, 1993 წელს, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოხუმში დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
აღსანიშნავია, რომ ჯამბულატ ხოფერიას ძმის შვილი, უმცროსი ჯამბულატ ხოფერია, 2022 წლის 1 დეკემბერს უკრაინაში, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას დროს დაიღუპა.