კობა კობალაძე რაგბის კლუბ ’’არმიის” პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ “არმიის’’ პრეზიდენტს, ირაკლი სულთანიშვილს, მთავარ მწვრთნელს, ლევან ობოლაძეს და გუნდის მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა დიდი 10-ში გადასასვლელი ფინალური მატჩების შედეგები შეაფასეს.
შეგახსენებთ, “არმია” 6 მაისს გამართულ ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის “არწივებთან” დამარცხდა. გუნდს, დიდი 10-სთვის ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. წინ მათ კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, დიდი 10-ის მეცხრე ადგილის მფლობელ “აკადემიასთან”.
სტუმრებმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ კი, სამსახურის დირექტორმა, „არმიელებს,“ ყველა გამოწვევის დაძლევაში თანადგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.
აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბი ‘’არმია’’ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, ‘’არმიელებისთვის’’ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.