საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირი, 84 წლის გახდებოდა

Posted by nona shamatava

მერაბ კოსტავა  (1939-1989 )

ქართველი საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 

1974 წლიდან, მის ტრაგიკულ დაღუპვამდე, იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. მერაბ კოსტავა იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს.