მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 27 ივნისს დაიწყება.
პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას.
თანადაფინანსება, ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე, შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს.
პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში – 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ვეტერანებს, გთხოვთ, მიმართოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლობას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კერძოდ, პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.
მისამართი: გიორგი გურამიშვილის ქ. N 12 ა; ორთაჭალა
თბილისი 0114, საქართველო; ( ყოფილი ვ.გორგასლის შესახვევი 12ა) ან დაგვიკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზზე: + (995 32) 2 48 16 26