კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო
ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჰააგაში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო.
ნიდერლანდებში, ვეტერანის დღე, ყოველ წელს, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად ესწრებიან ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები.
შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.
კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.