მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შაქრო გაჩეჩილაძე 100 წლის გახდა
1
Jul
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ბერეთისას მკვიდრს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შაქრო გაჩეჩილაძეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა – გელა ცინაძემ, დავით ახრახაძემ, რეზო ვაშაკიძემ, პაატა ყიფშიძემ და ჯაბა ივანაშვილმა პირადად მიულოცეს, ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შაქრო გაჩეჩილაძე ომში 1942 წელს წავიდა და დასრულებამდე იბრძოდა. მონაწილეობდა რუმინეთისა და უნგრეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო მედლით.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური შაქრო გაჩეჩილაძეს დღეგრძელობას უსურვებს.