მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ბუსკივაძე 105 წლის გახდა
ზესტაფონის მკვიდრს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ალექსანდრე ბუსკივაძეს, დღეს, 105 წელი შეუსრულდა. იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ და იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა – გელა ცინაძემ, დავით ახრახაძემ და რეზო ვაშაკიძემ პირადად მიულოცეს, ფაშიზმთან ბრძოლისა და ქვეყნისადმი გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
სერჟანტი ალექსანდრე ბუსკივაძე, 1943 წლიდან ომის დასრულებამდე, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა; დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით. სამშობლოში დაბრუნდა 1950 წელს და, მას შემდეგ, მშობლიურ ზესტაფონში ცხოვრობს.
ალექსანდრე ბუსკივაძე, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უხუცესი ვეტერანია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ალესანდრე ბუსკივაძეს 105 წლის იუბილეს, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს.