ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ოზურგეთში ჩაატარა
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები, უფასოდ ჩაატარა.
საქველმოქმედო აქციით ისარგებლა სამსახურის 70-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 105 სამედიცინო ვიზიტი;
აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე, სამსახურის წარმომადგენელი ზესტაფონში, რევაზ ვაშაკიძე.
საქველმოქმედო აქციაში, მონაწილეობა მიიღო ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი) ჯგუფმა 15 ექიმის შემადგენლობით.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.