ოზურგეთში მინი ფეხბურთში თამაზ მალაზონიას მემორიალური ტურნირი გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, გაიმართა აფხაზეთის ომში დაღუპულ თამაზ მალაზონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში გოგონათა შორის.
ასპარეზობაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასკოლო ასაკის გოგონათა 6 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის, გამარჯვება, ოზურგეთის გუნდმა ,,ნიკეამ” მოიპოვა.
ტურნირს დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსი, გელა ბაქანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გელა აროშიძე, საკრებულოს წევრები, თამაზ მალაზონიას ოჯახის წევრები და ვეტერანები.
გამარჯვებულ გუნდებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ხოლო, ოზურგეთის საკრებულომ, საუკეთესო მეკარე და თავდამსხმელი დაასაჩუქრა.
თამაზ მალაზონია, 1992 წლის 15 სექტემბერს დაიღუპა დაბა განთიადთან, შეტაკების დროს. დაჯილდოებულია (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.