კობა კობალაძემ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ომის ვეტერანი თანამშრომლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საარჩევნო ადმინისტრაციის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი თანამშრმლები: ლიანა ქათამაძე, პაატა საყვარელიძე, ნოდარ მუსერიძე, პაატა ვარაზი, ვასილ კალანდაძე, გიორგი დარბაიძე, თეიმურაზ კაჭარავა, ვარლამ ფერაძე, ბიძინა ნონიაშვილი საპატიო სიგელით დააჯილდოვა და მათ ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინიციატივით, ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
” საარჩევნო ადმინისტრაცია უერთდება, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გავმართეთ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის დირექტორმა პირადად გადასცა საარჩევნო ადმინისტრაციაში მომსახურე 9 ვეტერანს საპატიო სიგელები, რომელიც გახლავთ აღიარება, დადასტურება მათი ღვაწლის, თავდადებისა და თავგანწირვის ჩვენი სახელმწიფოსადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის ფარგლებში, ინსტიტუცია მუდმივად ახორციელებს, როგორც ვეტერანთა, ასევე, სხვა სოციალური ჯგუფების თანამშრომელთა დაფასებას და აღიარებას,-” განაცხადა ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
კობა კობალაძემ, დამსწრეთ, იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა გადალახვაც, ვეტერანებს, ომის დასრულების შემდეგ მოუხდათ და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, ვეტერანთა მიმართ, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან არ არსებობდა ის ყურადღება და თანადგომა, რასაც დღეს, ქვეყნის ხელისუფლება, მათთვის სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამებით გამოხატავს; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტერანთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ქვეყნის განვითარების გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვისა და მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლის აღიარებისთვის;
კობა კობალაძემ, გიორგი კალანდარიშვილს, ვეტერანთა დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა:’’პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგის, რამეთუ, ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმის, რომ სახელმწიფო უწყებებში ესე ღიად, ლაღად და პირდაპირ დავიწყეთ, მადლობის გადახდა ჩვენი დამსახურებული ვეტერანების მიმართ,’’- აღნიშნა კობა კობალაძემ.
კობა კობალაძემ გიორგი კალანრადიშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ცესკოს მთელ გუნდს წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, სამსახურის თანამშრომლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ,საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნა. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული.