ფინალური მატჩი თბილისის’’თბილისსა’’ და ბათუმის’’ბათუმს’’ შორის
მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ’’ მზიურის’’საფეხბურთო სტადიონ ‘’მასტერ კლას-არენაზე’’გაიმართა არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირის ფინალური მატჩი საქართველოს თასზე.
ფინალური ასპარეზობა თბილისის’’თბილისსა’’ და ბათუმის’’ბათუმის’’ ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 6:0 დასრულდა. ‘’თბილისმა’’, ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის მიერ ამ ტურნირისთვის დაწესებული გარდამავალი თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამიტომ, გუნდს იგი მუდმივ მფლობელობაში გადაეცა.
თბილისის‘’თბილისს’’, მოპოვებული ჯილდო არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გივი ტატუნაშვილმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს, ხოლო მეორე ადგილზე გასულ ფეხბურთელებს, მეორე ადგილისთვის განკუთვნილი თასი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ირაკლი ჭიჭინაძემ.
აღნიშნული ტურნირის მატჩები ჩატარდა კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით.
არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, საქართველოს თასზე, 2018 წელს დაარსდა და წელს მესამედ ჩატარდა.