ვეტერანებისთვის ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო მის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების (ასევე, იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურად დაუცველი და საქართველოს სხვა მოქალაქეების) სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, უწყების ბალანსზე არსებული ბინების დაკანონებას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს.
სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის 17 ივლისს მიიღო.
ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახი, რომელთა უმრავლესობასაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები _ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ, შეძლებენ, წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გადაიჭრას, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პირადად, მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვეტერანთა თანადგომისა და მათი მხარდაჭერისთვის.
ბინების დაკანონებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის
ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
https://bit.ly/2BTWynw