მემორანდუმი “თვალის დიაგნოსტიკურ ცენტრთან”
მიმდინარე წლის 23 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. “თვალის დიაგნოსტიკურ ცენტრს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, სამსახური და კლინიკა თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, სამსახურის ბენეფიციართათვის უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობები და უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის შუალედით.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს ,,თვალის დიაგნოსტიკური ცენტრის“ დირექტორმა, ვლადიმერ (ბაჩო) ლომუაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.