სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკთან“ მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, კომპლექსის მომსახურებით სარგებლობას 30 %- იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
ამ გადაწყვეტილებით, სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა, საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.
ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
განაცხადისთვის, ვეტერანმა, უნდა წარადგინოს, პირადობის და ვეტერანის მოწმობის ასლები;
ვეტერანის მეუღლემ – პირადობის, მეუღლის ვეტერანის და ქორწინების მოწმობის ასლები;
ვეტერანის შვილებმა – დაბადების, მშობლის პირადობის, ვეტერანის და მშობლების ქორწინების მოწმობის ასლები;
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურის დირექტორმა,გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკის” (შპს “მონიო”-ს) დირექტორმა, დავით შავერდაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე.