კობა კობალაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, სიკვდილის შემდეგ.