კობა კობალაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვალერიან ლომთათიძეს 103 წლის იუბილე მიულოცა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, ვალერიან ლომთათიძე, 103 წლის გახდა.
იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ – მაიორმა, კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა გელა ბაქანიძემ, ლომგულ ტრაპაიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ, მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ბატონი ვალერიანი 21 წლის იყო, როცა ომში გაიწვიეს. თავდაპირველად, ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ კი_ ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა; ალყაშემორტყმული ქალაქი ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს. დღემდე ახსოვს ომის მძიმე დღეები და ფრონტელი მეგობრები, რომელთა უმრავლესობაც, ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა_ ბრძოლის ველზე დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა; ბატონ ვალერიანს, ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები და მათ, ყოველთვის, გურული, სხარტი იუმორით, სიყვარულით ხვდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ვალერიან ლომთათიძეს 103 წლის იუბილეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!