გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით ვეტერანები სარეაბილიტაციო კურსს ქობულეთში გაივლიან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 23 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით, ომისა და თავდაცვის ძალების 25 შშმ ვეტერანი გაემგზავრა ქობულეთში, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად.

ვეტერანები, 10 დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა თანადგომის აღნიშნული პროექტი, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო და წელს უკვე მეხუთედ განხორციელდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მადლიერებას გამოხატავს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა მიმართ ვეტერანთა თანადგომისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს.