კობა კობალაძე, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო.
ყოველწლიურად, 15 ივლისს, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან, ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ, რომლის მთხვევაც, ნებისმიერ მომლოცველს შეუძლია. მათი რაოდენობა კი, წლიდან წლამდე, მნიშვნელოვნად იზრდება, იზრდება დღესასწაულის მასშტაბიც.
ზუსტი თარიღი და მარშრუტი, ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრისა, უცნობია და, დაახლოებით, მეთხუთმეტე- მეჩვიდმეტე საუკუნეს მოიცავს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,ღვთისმშობლის კვართი, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრიდან, ოდიშის მთავრის, ლევან მეორე დადიანის დროს ჩამოაბრანეს. 1923 წლიდან დღემდე, ეს უდიდესი სიწმინდე, უკვე, ზუგდიდშია.
“ვლაქერნობა” ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადებას ნიშნავს. დღესასწაული მეხუთე საუკუნეში დაწესდა, მას შემდეგ, რაც კვართი ნაზარეთიდან, ღვთისმშობლის ქალაქიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. ვლაქერნა ეწოდებოდა და დღესაც ეწოდება, ქრისტიანული გაგებით, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთ უძველეს ადგილს, მხარეს ჩრდილო-დასავლეთით, სადაც საკათედრო ტაძარი მდებარეობდა. ვლაქერნობა, ზუგდიდში, ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარში, 1990 წლიდან აღინიშნება. 2007 წელს კი, 15 ივლისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, საერთო-სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ქრისტიან მრევლს,სრულიად საქართველოს ულოცავს ვლაქერნობის დღესასწაულს და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.